საბერძნეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ

საბერძნეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ

საბერძნეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. ლევან ჯინჭარაძე და გიორგი კვირკველია დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის გადატანის ბრალდებით, საბერძნეთში 20 მარტს დააკავეს. დაკავებულია ეკიპაჟის სრული შემადგენლობა. მათ ქალაქ კალამატას ციხეში უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. თუმცა, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს დაკავებულების ოჯახის წევრებმა განუცხადეს, დალუქული კონტეინერები მონტენეგროდან წამოიღეს, რომელიც ლიბიაში უნდა გადაეტანათ. კონტრაბანდული ტვირთის შესახებ კი მათთვის უცნობი იყო. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. გარცელებული ინფორმაციით, სენტ-ვინსენტი და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი გემით მეზღვაურებს 11 ათასამდე ყუთი თამბაქო გადაჰქონდათ.

"ბერძნული კომპანია ითხოვს, თურქული კომპანიიდან ვინმე ჩავიდეს, მაგრამ არ ჩნდება არავინ. დღეს ბოლო დღეა. თუ არ გამოჩნდება კონტრაბანული ტვირთის მფლობელი, ბიჭებს სხვა საპატიმროში გადაიყვანენ. სასამართლო კი ექვსი თვის შემდეგ გაიმართება. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც, საკონსულოც მაგრამ კონკრეტულად თურქული მხარის ჩართვას ითხოვენ. სხვა მცდელობას აზრი არ აქვს. ფაქტიურად მძევლები არიან. გემი მონტენეგროში დაიტვირთა თამბაქოთი, დახურულ კონტეინერებშია ტვირთი და გადაჰქონდათ ლიბიაში. ამინდის გაუარესების გამო გაჩერდნენ საბერძნეთის კუნძულზე. სწორედ აქ სანაპირო დაცვამ დააკავა ეკიპაჟი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დაკავებული მეზღვაურის, ლევან ჯინჭარაძის ძმამ დავით ჯინჭარაძე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ