სირიელი გოგონა, რომელიც იარაღის შიშით კამერას დანებდა, ალ-ქაიდამ დაატყვევა - სულისშემძვრელი ამბის გაგრძელება

სირიელი გოგონა, რომელიც იარაღის შიშით კამერას დანებდა, ალ-ქაიდამ დაატყვევა - სულისშემძვრელი ამბის გაგრძელება

პატარა გოგონამ, რომელმაც მას შემდეგ რაც კამერა იარაღად აღიქვა და ფოტოგრაფს ხელების აწევით დანებდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. "დეილი მეილი" ამ მილიონობით ადამიანისთვის სამწუხარო ამბავს ავრცელებს - გოგონა ამჟამად ალ-ქაიდას ტერორისტების ხელშია.

ოთხი წლის იუდეა რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა ოსმან სეჯირლიმ თურქეთის საზღვართან 10 კმ-ში მდებარე Atmeh-ის ბანაკში გადაიღო. გოგონა მანამდე სირიულ ბანაკში დედასა და სამ ძმასთან ერთად ცხოვრობდა. იუდეას მამა 2012 წელს ჰამაში მომხდარი სისხლიანი მოვლენების დროის დაიღუპა.

თუმცა ორი კვირის წინ ოჯახმა საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო - ისინი სამხრეთით ქალაქ იდლიბის მიმართულებით გადასახლდნენ, რის შემდეგაც ალ-ქაიდას სირიული განაყოფის ტერორისტთა ხელში ჩავარდნენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი შესაძლოა რეჟიმსა და ამბოხებულთა შორის სასტიკი ბრძოლის მსხვერპლი გახდეს - ამ ბრძოლას 2011 წლის შემდეგ 220,000 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 10,000 ბავშვი იყო.

ამბოხებულთა მოწინავე დაჯგუფება ნურსა ქალქში შარიათის კანონების დამყარებას ცდილობს, რომელიც შტატის მეორე დედაქალაქია, მათი მიზანი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისგან თავის დაღწევაა.

ნურსას დაჯგუფება სისატიკითა და ძალადობრივი ქმედებებით არის ცნობილი.

დაჯგუფება ISIS-ის კვალდაკვალ მიდის, რომელიც მსოფლიოს თავდასხმებისა და ძალადობის საზარელი ფაქტებით შოკში აგდებს, მათ შორის ადამიანების შენობათა სახურავებიდან გადმოგდებით, ჟურნალისტების დახოცვითა და ბვაშვებისთვის ე.წ. ჯაშუშების დახვრეტის იძულებით.

ნურსას დაჯგუფებას, რომელიც ერთგულებას უცხადებს ალ-ქაიდას, "საკუთარი ისლამური სახელმწიფოს" შექმნა სურს.

ისეთი პატარა გოგონასთავის, როგორიცაა იუდეა, შარიათის კანონებით ცხოვრება არაფრით იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე სირიის რეჟიმის დროს ჰქონდა. თუმცა მისი ყოფიერება არც ალ-ასადის რეჟიმში იყო ნორმალური, სწორედ ასადის მებრძოლები იდგნენ ჰამას სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის მიღმა, სადაც გოგონამ მამა დაკარგა. პრო-სამთავრობო ძალებმა 55 ადამიანი მოკლეს იმ დღეს, ისინი კარდაკარ დადიოდნენ და ბავშვების ჩათვლით ყველას ხოცავდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იუდეას ოჯახი თურქეთის საზღვრის სიახლოვეს ბანაკში გაემგზავრა, თუმცა მათ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა ვეღარ მოასწრეს.

როგორც MailOnline-ის წყარო აცხადებს, ბავშვი ამჟამად ბანაკში აღარ იმყოფება, მისი ოჯახი იდლიბის მახლობლად მდებარე სოფელში ორი კვირის წინ გაემართა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ამჟამად ტერორისტების ხელში არიან და გოგონას ბედი ამ დროისთვის გაურკვეველია...

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი გადააყენა