ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი გაამარტივოს

ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი გაამარტივოს

ევროპული კავშირის ყველა მოთხოვნა საქართველოსადმი, რომელიც დაკავშირებულია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონთან, უმნიშვნელო გავლენას ახდენს საერთო პოლიტიკურ სურათზე, რადგან თავად საკანონმდებლო აქტი არ შეესაბამება ფაქტობრივ რეალობას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. "აპსნი.რუ"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტურ გაგულიამ განაცხადა.

მისი თქმით, თავად კანონი არღვევს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს თავისუფალი გადაადგილების შესახებ და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

მისივე თქმით, ევროკავშირმა დაახლოებით, ერთი წლის წინ უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონის ლიბერალიზაციის შესახებ. "როგორც ჩანს, ევროპაში კარგად ესმით, რომ კანონი იურიდიულად შეუმდგარია და ვნებს რეგიონში ჰუმანიტარულ ვითარებას. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში ასეთი მოწოდებები სულ უფრო ხშირად გაჟღერდება", - განაცხადა გაგულიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია საქართველომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი გაამარტივოს, რადგან ის თავად საქართველოს უქმნის დაბრკოლებებს, მათ შორის რუსეთთან დიალოგსა და აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?