"უდესიანმა ჩემს მეუღლეს სოლიდური ადამიანების თვალწინ ესროლა" - თაკო ჩარკვიანი

"უდესიანმა ჩემს მეუღლეს სოლიდური ადამიანების თვალწინ ესროლა" - თაკო ჩარკვიანი

"7-8 წლის წინ გია უდესიანმა ჩემს მეუღლეს პირადად ესროლა", - ამის შესახებ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. გადაცემაში ბოლო დროის გახმაურებული მკვლელობებისა და კრიმინალის მატების მიზეზებზე ისაუბრეს.

"ჩემს ოჯახს პირადად ვერ დაავიწყდება ის ცხრაწლიანი უბედურება, მაგრამ უბრალოდ დათვური სამსახური იქნება, თუ დღეს დავიბრმავებთ თვალს. ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ამ ხელისუფლებას ჩვენვე გავუკეთოთ.

რა თქმა უნდა, უდესიანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერი, რაც არ უნდა გაემიჯნონ, ჩვენ აქ ფატქები შეგვიძლია მოვიტანოთ. ხარძიანების ოჯახიდან გამომდინარე ფაქტებზე ვისუბროთ. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის, მე დღეს ძალიან უჩეულო ამპლუაში ვარ და ზუსტად ვიცი, აქ ჩემი ოპონენტები იქნებიან თუ არა, ყველა ძალიან შეწუხდება და რატომ ვარ განსხვავებულ ამპლუაში?

უდესიანმა ჩემს მეუღლეს 7-8 წლის წინ, იქ ზუსტად წერია ეს ყველაფერი, ესროლა. პირადად უდესიანმა. ძალიან სოლიდური ადამიანების თანდასწრებით. ბატონი ლადო კვარაცხელიას ოფისში ძალიან საქმიანი შეკრების დროს ამოიღო იარაღი და ესროლა. ეს ხელისუფლება როდესაც მოვიდა, განცხადება შეიტანა ჩემმა მეუღლემ პროკურატურაში. ჩვენ ერთი ამბავი არ ავტეხეთ. ვადროვეთ - ახალი ხელისუფლება იყო მოსული და არავის არ ვახრჩობდით.

მაგრამ 2 წელი და ნახევარი გავიდა. არავის არ დაუკითხავს ჩემი მეუღლე, პირადად ლაშა ნაცვლიშვილს ესაუბრა, მეც ვესაუბრე, მოწმეები არსებობენ, გამოსაძიებელიც კი არაფერი არ იყო, სამდღიანი საქმე იყო. 8 ადამიანი ამბობს, რომ პირადად ამ ადამიანმა ესროლა. ჯონი გიგანი პირადად ესაუბრა ლაშა ნაცვლიშვილს.

მერე არაფერი არ მოხდა. მე თეას ვესაუბრე წულუკიანს, ნომერი უნდა ამოეწიათ, კიდევ ვადროვეთ, ჩემმა მეუღლემ გააგრძელა თავისი საქმიანობა... ჩვენი ხელისუფლების მიერ დანიშნული პროკურორები არიან, რომლებმაც ისეთი გულგრილობა გამოჩინეს, მარტო გულგრილობა კი არა გარიგება მოხდა... ამ შემთხვევაში მე არ მაინტერესებს კრიმინალის მატების სტატისტიკა, მე მაინტერესებ, ჩვენ რომ ნდობა გამოვუცხადეთ ადამიანებს, იმ ადამიანებმა როგორი ღალატით გვიპასუხეს", - განაცხადა ჩარკვიანმა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ