ვინ მფარველობდა გია უდესიანს "ქართული ოცნებიდან"

ვინ მფარველობდა გია უდესიანს "ქართული ოცნებიდან"

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ იმ პირების გვარები დაასახელა, რომელიბიც მისი თქმით უდესიანს მფარველობენ.

"გია უდესიანს ბიზნეს გარიგებების სანაცვლოდ, ხელს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ზვიად ჯანყარაშვილი აფარებდა. 2013 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებასა და გია უდესიანს შორის შედგა გარიგება, რის საფუძველზეც "ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს ოთხი "ნაციონალი" წევრი გადაიბირა. მათ შორის ირაკლი შიხიაშვილი და კოკი იაონათამიშვილი.

კილაძე ირწმუნება, რომ "გადაბირებები" გია უდესიანის და დავით კირკიტაძის დახმარებით შედგა. მისივე თქმით, გია უდესიანი ისევე როგორც ირაკლი შიხიაშვილი, იყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო სიაში. ჟურნალისტის განცხადებით, სწორედ აღნიშნულ სიას მოჰყვა დაპირისპირება ზვიად ჯანყარაშვილს, ირაკლი ღარიბაშილსა და კახი კალაძეს შორის. მისივე თქმით, სხდომას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანიც ესწრებოდა. ელისო კილაძის განცხადებით, გარიგება გია უდესიანსა და ხელისუფლებას შორის ბიზნეს წილების გადანაწილების გამო შედგა.

"ფაქტს ვაღიარებთ,რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ინფლაციური პროცესები გააქტიურდა" - ფინანსთა მინისტრი

"ოპონენტების საყვარელი ფრაზაა, "ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა" -  3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში" - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ილია მეორე მოინახულეს - რაზე ისაუბრეს ექს-პრემიერმა და პატრიარქმა