გადაცემა "რეაქციაში" ირმა ინაშვილის ჩართვის შემდეგ დარბაზში დამსწრე მოქალაქემ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის შესახებ განაცხადა, რომ მის განცახდებებს სერიოზულად შეუძლებელია უპასუხო. მოქალაქეს ლალი მოროშკინა შეეკამათა და პოლიტიკოსის პატივისცემისკენ მოუწოდა. მოქალქემ ლალი მოროშკინას ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადება შეახსენა იმის შესახებ, რომ ტეხასური მეთოდებით იბრძოლებს. ლალი მოროშკინამ მას სიტყვები შეუსწორა და საკუთარი განცხადების უფრო ზუსტი ციტირება მოახდინა.
"ჩემს შვილს რომ ვინმე შეეხოს, მე იმის შვილს შევეხები. დიახ, სვანური ანგარიშწორებით გადავუხდი. შემეხებით და შეგეხებით. დიახ სვანური წესით. მე ფიზიკურ განადგურებაზე ვთქვი, ფიზიკურად ვინც გაანადგურებს ადამიანს. თუ გნებავთ, ჩემი მეუღლე გაგცემთ პასუხს. გაჩვენოთ სვანური წესი როგორია? შემეხებით და შეგეხებით", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.