"ნიუ იორკ ტაიმსი" საქართველოზე: ფასები, მწვადები და რესტორნები

"ნიუ იორკ ტაიმსი" საქართველოზე: ფასები, მწვადები და რესტორნები

ჟურნალისტ სეტ კუგელის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი სტატია "ნიუ იორკ თაიმსისში" გამოქვეყნდა. ავტორი მისი თვალით დანახულ ქვეყნის მთავარი მახასიათებლების შესახებ წერს.

"ყველას უყვარს საქართველო. მისი სახელის ხსენებაზე ადამიანები მაშინვე იწყებენ მოყოლას, თუ როგორი ლამაზი მთები და სოფლებია იქ, გიყვებიან უგემრიელეს საჭმელებზე, მწვადზე და მსოფლიოში სახელგანთქმულ და ყველასთვის საყვარელ აჭარულ ხაჭაპურზე. მაგრამ რისი ხსენებაც ავიწყდებათ, ეს არის დაბალი ფასები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ლარის ფასი ზაფხულთან შედარებით 20%-ით დაეცა.

ცნობილი ბრენდის სასტუმროში გაჩერება 200 დოლარი ჯდება, მაგრამ შეგიძლიათ ადგილობრივებთან მორიგდეთ და 70 ლარად ქართულ ოჯახში გაჩერდეთ, სადაც გემრიელად დაგაპურებენ.

აქ საოცრად იაფი ფასებია ტაქსებზე. 7 ლარად თბილისის თითქმის ნებისმიერ წერტილში მოხვდებით. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გასვლა კი სულ რაღაც 25 ლარი დაგიჯდებათ.

დარწმუნებული ვარ, ქალაქში ძვირიანი რესტორნებიც არის, მაგრამ მე სადაც კი ვიყავი, ყველგან სიიაფე დამხვდა. 20 ლარად ერთი კაცი დიდებულ სუფრას გაიშლი და საფირმო ქართულ კერძებს დააგემოვნებ.

თბილისში ასევე შეგეძლებათ სულ რაღაც ხუთ ლარად დაათვალიეროთ საოცარი მუზეუმები. დიდი შოპინგის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ვინ იტყვის უარს ღია ბაზარზე, სადაც საბჭოთა პერიოდის ნივთები იყიდება და თან ძალიან იაფად? ამ ადგილს მშრალი ხიდი ეწოდება და იქ ისეთ ბრწყინვალე საჩუქრებს წავაწყდი, როგორიც ბიტლზის, როლინგ სთოუნზის, ლუი არმსტრონგის და სხვა ვარსკვლავების ალბომების ფირფიტებია. საშუალოდ, ფასები 5-დან 15 ლარამდე მერყეობს", - წერს "ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტი სეტ კუგელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია