ქურდული ანგარიშსწორება წყნეთში და "ოქროს ქვიშის საქმე" - გაუჩინარებული ნახევარი მილიონი

ქურდული ანგარიშსწორება წყნეთში და  "ოქროს ქვიშის საქმე" - გაუჩინარებული ნახევარი მილიონი

გასული საუკუნის 60-იან წლებში, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში მომხდარმა ქურდულმა ანგარიშსწორებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

ქურდულ გარჩევაზე ალაპარაკდა ყველა - უბრალო პარიკმახერებითა და ტაქსის მძღოლებით დაწყებული, კრემლის მესვეურებით დამთავრებული. რასაკვირველია, იმ დროს ამ თემაზე მხოლოდ ჩურჩულით საუბრობდნენ, მაგრამ ჩურჩულით ნათქვამიც კი მსმენელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მრგვალ ბაღში მომხდარი მკვლელობა კავშირში იყო თეთრი გენერლის - ანტონ დენიკინის მიერ 1919 წელს გადამალული განძეულობის საქმესთან. ამ ყველაფერს ის მოჰყვა, რომ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა მესვეურებმა საქმე გაასაიდუმლოეს.

"დენიკინის განძის საქმის" მთავარი ეჭვმიტანილი საბჭოთა მართლმსაჯულებამ ვერ მოიხელთა და ცხადია, ვერც მის მიერ საზღვარგარეთ გატანილ განძეულობას მიაგნეს სადმე. ამის გამო, კრემლის მესვეურებმა საქმე დახურეს, ცხრაკლიტულშიც ჩაკეტეს და მათ, ვისაც "დენიკინის განძეულობაზე" ერთი სიტყვაც წამოსცდებოდა, ტრადიციულად, ციხით დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ საქმეში მონაწი-ლე პირთაგან ბევრი დღესაც კი ცოცხალია, ამიტომაც ვარჩიე, რომ მათი სახელები და გვარები შემეცვალა.

GზაPრესსამბავი სრულიად ბანალურად დაიწყო: 1961 წლის 7 მაისს დილით ადრე, მრგვალ ბაღთან მილიციამ უცნობი ახალგაზრდა კაცის გვამი ნახა. ის იქვე ახლოს მცხოვრები ვინმე არტურ სოროკინი აღმოჩნდა. გამომძიებელმა შველიძემ, რომელსაც ამ ფაქტის გამოძიება მიანდვეს, გარდაცვლილის მეზობლებისაგან ერთგვაროვანი ჩვენებები მიიღო - სოროკინი თბილისში ახალი ჩამოსული იყო, ბინა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ეყიდა და მეზობლებთან ნაკლებად ურთიერთობდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალზე ჩვეულებრივ კრიმინალურ შემთხვევას ჰგავდა, რომ არა ერთი უცნაური დეტალი: არტურ სოროკინი ზურგში, გულის მხარეს, წვრილი და ბასრი საგნის ჩარტყმით მოეკლათ და არც გაეძარცვათ. დათვალიერებისას, გვამს გულის ჯიბეში ჩადებულ საფულეში 500 მანეთი უპოვეს. ეს გარემოება გამომძიებელ შველიძეს აფიქრებინებდა, რომ სოროკინი რაღაც სხვა, გაცილებით სერიოზული მიზეზის გამო უნდა მოეკლათ. გარდა ამისა, არტურ სოროკინს არარუსული, ოდნავ მონღოლოიდური გარეგნობა ჰქონდა და შველიძე ამანაც დააეჭვა - გვარი და სახელი შეცვლილი არ ჰქონდესო.

შველიძემ დამაეჭვებელი გარემოებების შესახებ უფროსობას მოახსენა, მოკლულის თაობაზე კი კარტოთეკაში ცნობები მოიძია, მაგრამ იქ არაფერი აღმოჩნდა. გამომძიებელს ფარ-ხმალი არ დაუყრია და ცნობების მოძიების მოთხოვნით, რუს კოლეგებს წერილით მიმართა. სანამ რუსეთიდან პასუხი მოვიდოდა, შველიძემ მოკლულის ბინა გაჩხრიკა, თუმცა, გამოძიებისთვის საინტერესო რამ არც იქ აღმოჩნდა: ბინა უბრალო იყო, სამოთახიანი. გამომძიებელმა შენიშნა, რომ ყველაფერი ფაქიზად იყო დალაგებული, არადა, სოროკინი მარტო ცხოვრობდა.  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია