"როცა კრიმინალს ძეგლი დაუდგით იუსტიციის სახლთან" - ფეისბუქზე პოლიციელის მკვლელობას ეხმიანებიან

"როცა კრიმინალს ძეგლი დაუდგით იუსტიციის სახლთან" - ფეისბუქზე პოლიციელის მკვლელობას ეხმიანებიან

ფეისბუქზე, 4 აპრილს, ვარკეთილის მეტროსთან მოკლული სამართალდამცავის, 28 წლის ბექა მარგიშვილის სიკვდილს ეხმიანებიან:

ირმა ნადირაშვილი - "როცა კრიმინალს ძეგლი დაუდგით იუსტიციის სახლთან, რემენას და ლავასოღლის ტრაპთან დახვდით, ეკა ბესელიას პროტეჟეებს პოლიციელებისთვის თავში წამორტყმის უფლება მიეცით, პოლიცილის მკვლელი სარფის საბაჟოზე გადააცილეთ---ნუღარ გაგიკვირდებათ, რომ სწორედ თქვენ (ხელისუფლებას) მოგთხოვენ პასუხს თითოეული გარდაცლილი პოლიციელის სიცოცხლეზე"

თამარა ჩერგოლეიშვილი - მინისტრი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიციელთა კვლის "დაწინაურებაში".

ოთო კახიძე - პოლიციასთან იარაღით დაპირისპირებული კრიმინალების ძეგლი, რომელიც გახსნა ქურდული მენტალობის მქონე, იუსტიციის ბოღმიანმა მინისტრმა.

ხვალ უარესი იქნება, ზეგ - კიდევ მეტად. სანამ ივანიშვილს და მის მიერ ამორეცხილ ნაგავს არ მოვიშორებთ, სულ უფრო დამძიმდება მდგომარეობა.

თავის დროზე, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ამ ძეგლის დემონტაჟში. ხოლო მის ნაცვლად, ჩვენი უსაფრთხოებისთვის თავდადებული პოლიციელების მემორიალი აღიმართება.

ნიკა რურუა - "ოცნებისა" სრულიად უპასუხისმგებლო პოპულიზმმა კიდევ ერთი ადამიანი, ამჯერად პოლიციელი, შეიწირა. ვიზიარებ ბექა მარგიშვილის ახლობლებისა და ოჯახის წევრების მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო. ასე იწყება ხოლმე სომალიზაცია. ანუ, ზუსტად ის, რაც ასე უნდა ჩვენს "ერთმორწმუნე" მტერს. ასე იცის ხოლმე სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესთა ხარჯზე "კეთილის" თამაშმა. ასე იცის ირაციონალურობამ.

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა