"საკუთარ მაყურებელს უბრალოდ აღარ უნდა აკადროს" - თინა ხიდაშელისა და ინგა გრიგოლიას დებატები

"საკუთარ მაყურებელს უბრალოდ აღარ უნდა აკადროს" - თინა ხიდაშელისა და ინგა გრიგოლიას დებატები

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი თინა ხიდაშელი, ინგა გრიგოლიას მის გადაცემაში მომდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმართავს:

თინა ხიდაშელი - არ ვიცი ეს ქალბატონი ვინ არის, არც გადაცემა მინახავს, ეხლა ფბ-ზე ვნახე ეს ფრაგმენტი და არც კი ვიცი რა უნდა დავწერო. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ რა აზრი აქვს ამ ქალბატონთან დავას. მგონი ისედაც გასაგებია ყველაფერი. მე ვფიქრობ ასეთ დროს საზოგადოების პატივისცემა მოითხოვს, რომ არც ერთმა ჟურნალისტმა. მსგავსი განცხადებების გამკეთებლები საკუთარ მაყურებელს უბრალოდ აღარ უნდა აკადროს და არასოდეს მოიწვიოს ეთერში. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, მაგრამ მე ასე მოვიქცეოდი ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია - ამ გადაცემაში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ და ეს ქალბატონი,მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა სწორედ ამ ნიშნით იყო მოწვეული..ისევე როგორც სხვები და რომელი სტუმარი იტყვის მსგავს რამეს,ამის პროგნოზირება სრულიად შეუძლებელია...ეს ისე,განმარტებისთვის...ადრეც ყოფილა ეთერში ეს მსახიობი და მსგავსი არაფერი მომისმენია მისგან..ასე რომ ,პასუხს გადაცემას ნუ მოსთხოვთ...

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც სტუდიის სტუმარმა, მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პოლიციელები 2012 წლიდან ჰუმანისტები გახდნენ და ამიტომ არ შეიძლება ამის გამო მათ "ჩმორები" უძახონ.

"მე ჯერ პოლიციელის მოკლული და მოკლული პოლიციელი არ მინახავს", - განცხადა ბოკუჩავამ. პასუხად მას მოკლული პოლიციელის სახელი დაუსახელეს.

"ალბათ მოსაკლავი იყო, რამდენი ეყოლებოდა მაგას გამწარებული. იქიდან გადმონაშთია, გამწარებული ყავთ ძალიან ბევრი ხალხი", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია