მორწმუნეებს ხარების დღესასწაულზე ზღვის ნაწარმის მიღება შეეძლებათ

მორწმუნეებს ხარების დღესასწაულზე ზღვის ნაწარმის მიღება შეეძლებათ

ხარების დღესასწაულზე ზღვის ნაწარმით ხსნილი იქნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამშაბათს ასევე აღევლინება წირვა-ლოცვა ხარების ტაძარში, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს.

"სამშაბათი არის ხარების დღესასწაული. ხარების ტაძარია აქ და საზეიმო წირვა-ლოცვა იქ შესრულდება. კალენდარში წერია, რომ ხსნილია თევზით, საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილი ქვეყანაა. ასევე ტაძრის დღესასწაულია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავახსნილოთ ხიზილალით და ზღვის ნაწარმით. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ხიზილალა და ზღვის ნაწარმი. გილოცავთ და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა მწუხარე ადამიანმა გაიხაროს, ყოველი ავადმყოფი ადამიანი ძლიერი გახდეს", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია