"შალვა აბულაძე ძალიან კარგად ფლობს მოტოციკლს" - რატომ ურჩევს გიორგი ონიანი შსს-ს ხარძიანის მკვლელობის დროს ანძების გადამოწმებას

"შალვა აბულაძე ძალიან კარგად ფლობს მოტოციკლს" - რატომ ურჩევს გიორგი ონიანი შსს-ს ხარძიანის მკვლელობის დროს ანძების გადამოწმებას

უფლებადამცველი გიორგი ონიანი სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და შეახსენებს, რომ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე კარგად ფლობს მოტოციკლს. ონიანი ურჩევს ძალოვან უწყებას, გადაამოწმონ ანძები, მათ შორის ვაკეში, ხარძიანის მკვლელობის დროს.

"მინდა შსს-ს შევახსენო, შალვა აბულაძე ზედმეტ სახელად "შალალო" ძალიან კარგად ფლობს მოტოციკლს, მისი ჰობია. იმედია აღნიშნულ ინოფრმაციას გადაამოწმებთ და გამოიყენებთ მკვლელობების, ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნაში. გადაამოწმეთ ანძები ხარძიანის მკვლელობის დროს ვაკეში, გუშინ ვარკეთილში და კახეთში, თელავში როდესაც მკვლელმა ასევე გამოიყენა მოტოციკლი", - წერს გიორგი ონიანი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ