რატომ გათავისუფლდა ვადაზე ადრე პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე - ეკა ბესელიას კომენტარი

რატომ გათავისუფლდა ვადაზე ადრე პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე - ეკა ბესელიას კომენტარი

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ამნისტიით არ გათავისუფლებულა.

როგორც ბესელიამ "იმედის კვირაში" განაცხადა, საკითხი არ უნდა დაისვას ასე - საჭირო იყო თუ არა ამნისტია. ბესელია მიიჩნევს, რომ ამნისტია საჭირო იყო და ამ გზით გათავისუფლებულთა მხოლოდ 6%-მა ჩაიდინა დანაშაული.

"ამნისტია არ შეხებია არც ერთ ძალადობრივ დანაშაულს. ამნისტიაში არ იყო არც ერთი მუხლი, რომელიც იყო მკველობის ან მკვლელობის მცდელობის, არც ყაჩაღობის, არც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული არც ერთი დანაშაულის ჩამდენის მიმართ. ამნისტიით გათავისუფლდნენ მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის, ეკონომიკური დანაშაულის და ნარკოტიკების მომხმარებლები. რაც შეეხება იმას, რომ სასჯელი შეუმცირდა, მე არ ვიცი, სასამართლოები იხილავდნენ იმას, ვის შეიძლებოდა სასჯელის ერთი მეოთხედი შემცირებოდა და ვის არა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

არსებული ინფორმაციით, ბორჯომში და გუშინ უკვე თბილისში პოლიციელის მკველობისთვის ძებნილი შალვა აბულაძე მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო ტარებისა და მარიხუანას მოხმარების ბრალდებით იხდიდა სასჯელს და 20 წელი ჰქონდა მისჯილი. ამნისტიის შედეგად მას სასჯელის ვადა შეუმცირდა, შემდეგ კი ე.წ. უდოს კომისიის დასკვნის საფუძველზე, 7 წლის თავზე გათავისუფლდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."