რა ვერსია აქვს ბიძინა ივანიშვილს ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით

რა ვერსია აქვს ბიძინა ივანიშვილს ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ბესიკ ხარძიანის საქმის გამოძიება როგორც არ უნდა გაგრძელდეს, მთავარი დამკვეთი ის ძალადობრივი სისტემაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაინერგა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 2030"-ში, ბესო ხარძიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

"ვერსია ერთია - სათავე ბოროტებისა იყო იმ სისტემაში. ეს სისტემა ნერგავდა ამას ყველაფერს და აღვივებდა. ჩუქება, ქონების გადაფორმება, ჯერ ბესიკის დაპატიმრება რა ფორმით მოხდა, ნახეთ, ძალით გააღებინეს პირი და ნარკოტიკები ჩაუყარეს. ეს კატასტროფაა, რომელი საუკუნეა, ასეთი ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან არ ვიცი, უახლოეს ასწლეულებში შეიძლება ვერც კი გაიხსენოთ. ათი ათასობით ქონება გადაფორმებული და სამართლიანობის მასიური აღდგენა, რასაც ითხოვს ჩვენი საზოგადოება, სწორედ ეს გახლავთ. გაგრძელება არის კატასტროფული. გასაგებია, საიდანაც არის ეს სათავე, ეს სისტემა იყო, რომელიც ამას ნერგავდა და ეს არის ამის ნაყოფი. გამოძიება როგორც არ უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს პროკურატურამ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მთავარია დამკვეთები ვინ არიან, მაგრამ მთავარი დამკვეთი ამის გახლდათ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც დაინერგა "ნაციონალური მოძრაობის" დროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."