მიმდინარეობს თუ არა "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის ფარული შეხვედრები - გრიგოლიამ ალასანია "სიტყვაზე დაიჭირა"

მიმდინარეობს თუ არა "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის ფარული შეხვედრები - გრიგოლიამ ალასანია "სიტყვაზე დაიჭირა"

"თქვენი ყოფილი თანაკოალიციელი, ქალბატონი თინა ხიდაშელი ამბობს: "ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი ალასანიაზე უკიდურესად გაბრაზებული ვარ. ასე არ ხდება, ყველაფერი, რასაც ამბობს მხოლოდ ჭორაობაა", - უმრავლესობის ლიდერის ეს სიტყვები "იმედის კვირის" ერთ-ერთმა წამყვანმა ინგა გრიგოლიამ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს წაუკითხა და მათი შეფასება სთხოვა.

"ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი შეფასებები, იმიტომ რომ ერთი კვირის წინ შემხვდა და ასეთი გაღიზიანება და აღშფოთება ვერ შევატყვე", - განაცხადა ირაკლი ლასანიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ამ განცხადებამ ტელეწამყვანებს გაუჩინა ეჭვი, რომ "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- რატომ შეხვდით ერთი კვირის წინ ხიდაშელს? ხო არ მოდიან თქვენსკენ "რესპუბლიკელები"?

- ის თინა, რომელსაც მე ვიცნობ 20 წელია, წესით უნდა გაღიზიანებულიყო იმაზე, რომ 5 უდანაშულო კაცი დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში, მას უნდა აღიზიანებდეს, რომ პროკურატურის თანამშრომლებმა ამ საქმის ერთ-ერთი ექსპერტი მოიტაცეს, შეაშინეს, რომ ხელი არ მოეწერა. ასეთი რაღაცები აღიზიანებდა თინას, როდესაც მე მასთან მქონდა ურთიერთობა სტუდენტობისას და მას მერეც და ახლა მე გამიკვირდა ჩემზე რატოა გაღიზიანებული...

- ერთი კვირის წინ რატომ შეხვდით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო საიდუმლო შეხვერდა თქვენსა და "რესპუბლიკელებს" შორის.

- არა ეს იყო შეხვერდა საჯარო სივრცეში, ერთ-ერთ კონფერენციაზე თბილისში...

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."