"მას მოუწევს ამ ხუთი უდანაშაულო ადამიანისთვის ბოდიშის მოხდა" - ალასანია ივანიშვილზე

"მას მოუწევს ამ ხუთი უდანაშაულო ადამიანისთვის ბოდიშის მოხდა" - ალასანია ივანიშვილზე

"იმედის კვირაში" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მისი განცხადება შეახსენა: "თქვენ იმედი გამოთქვით, რომ კაბელების საქმეზე დაკავებული თქვენი თანამოაზრეები განთავისუფლდებიან, რა გაძლევთ ამ იმედს?".

"როგორც ადვოკატებისგან და ოჯახებისგან ვიცი, საქმე ამსოლუტურად წელშია გამართული, ამბობენ, რომ ტრაქტორების საქმეზე უფრო ძლიერად აქვთ საქმე გამართული - ტრაქტორების საქმე იცით, როგორც დამთავრდა. გარდა ამისა, მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების სრულ უდანაშაულობაში. თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული, იმიტომ რომ მათ კორუფციასთან ვერანაირი შეხება ვერ ექნებოდათ, ისეთი თანამდებობის პირები არიან, გამორიცხულია ეს. მთელი ბრალდება აგებულია "დელტაკომის" საჩივარზე და "დელტაკომის" ექსპერტიზაზე, რომელიც თვითონ იყო დაინტერესებული, რომ მოეგო ეს ტენდერი. ამიტომ საქმე, როგორც თავიდან ვიწინასწარმეტყველეთ, ჩამოიშალა. მე იმედი მქონდა, რომ აღდგომამდე სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ გაიჭიმა საქმე. სასამართლო 15-ში შედგება და მაქვს იმის იმედი, რომ სამართლიანობა დაფასდება და ეს ხალხი გამოვა გარეთ", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ინგა გრიგოლიამ ამ საქმესთან დაკავშირებით ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შეახსენა:

"იმედი გაქვთ იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დეტალურად განიხილა პირდაპირ ეთერში ეს საქმე და განაცხადა, რომ ეს ხალხი ტყუილად არ დაუპატიმრებიათ, რომ ისინი ბიძინას პირადი პატიმრები არ არიან?", - აღნიშნა გრიგოლიამ.

"მე მქონდა შეკითხვები ამ საქმეზე და მინდოდა მასთან პირდაპირ ეთერში ან თქვენთან განმეხილა ეს საკითხი, მაგრამ უარი თქვა, იმიტომ რომ არა აქვს არგუმენტები და ვერც ექნება. ეს საქმე რომ დასრულდება, მას მოუწევს ამ ხუთი უდანაშაულო ადამიანისთვის ბოდიშის მოხდა", - განაცხადა ალასანიამ.

იხილეთ ასევე: მიმდინარეობს თუ არა "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის ფარული შეხვედრები - გრიგოლიამ ალასანია "სიტყვაზე დაიჭირა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."