მუქარა სისხლიანი ფოტოებით, ხარძიანის პატიმრობის დეტალები და ფარული შეხვედრა მოკლული ბიზნესმენის დასთან - გია უდესიანის სკანდალური ინტერვიუ

მუქარა სისხლიანი ფოტოებით, ხარძიანის პატიმრობის დეტალები და ფარული შეხვედრა მოკლული ბიზნესმენის დასთან - გია უდესიანის სკანდალური ინტერვიუ

გია უდესიანის ოჯახის წევრებს ემუქრებიან და სისხლიანი კუბოს სურათებს უგზავნიან. ინფორმაცია ამის შესახებ "პოსტსკრიპტუმს" თავად გია უდესიანმა მიაწოდა. მისი თქმით, სურათებს ბოლო დღეებში მისი ცოლ-შვილი სოციალური ქსელების მეშვეობით იღებენ.

ბიზნესმენის განცხადებით, ბესო ხარძიანის მსგავსად მისი მკვლელობა შეკვეთილია და მასზე შეიარაღებული თავდასხმაა დაგეგმილი.

უდესიანმა და მისმა უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს ფრანგ სამართალდამცავებს შესაძლო თავდასხმის შესახებ და გია უდესიანის დაცვა მოითხოვეს.

გია უდესიანმა "პოსტსკრიპტუმს" ასევე ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ ესაუბრა, რომელშიც მისი მტკიცებით, ციხეში ბესო ხარძიანზე განხორციელებული ძალადობის შესახებაც არის საუაბრი. ბიზნესმენის და ყვება, რომ მის ძმას საპატიმროში სცემენ და ამის მიზეზებსაც ასახელებს. დელიკატური მომენტებიდან გამომდინარე დღეს გია უდესიანი არც მასალას აქვეყნებს და არც ამბავს ყვება სრულად.

"მაია იყო ჩემთან, მან მთხოვა დახმარება ბესო ხარძიანთან დაკავშირებით. ის ამბობდა, რომ ბესოს ციხეში ცემდა პატიმარი. როცა მე ვკითხე რატომ? მან ისეთი მიზეზი მითხრა, რომ ამაზე საუბარი მე ახლა არ შემიძლია. ეს ძალიან დელიკატურია, თუმცა რასაც მაია ყვება, მე ეს ჩანაწერი მაქვს", - აცხადებს გია უდესიანი.

გიორგი უდესიანი ამჟამად სვანური სასამარლთლოს მოლოდინაშია. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი მისი და ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაპირისპირების განხილვას 12 ნაფიცი მსაჯულის წინაშე გეგმავს. უდესიანი ამბობს, რომ დიდ სვანურ შეკრებაზე უნდა გაირჩიეს, მისი და ბესო ხარძიანის ურთიერთობის ყველა დეტალი, ბიზნესპარტნიორობიდან მტრობამდე და ვერდიქტიც სვანმა უხუცესებმა უნდა გამოიტანონ.

"სვანურმა სასამართლომ გადაწყვიტოს, ვინ არის არაკაცი და ვინ არის თაღლითი, ვინ არის ნარკოტიკების მომხმარებელი", - აცხადებს გიორგი უდესიანი.

გიორგი უდესიანი სვანურ სასამართლოს იმ ფარულ ჩანაწესებს გადასცემს, რომელსაც ახლა პარიზში ინახავს. მეხსიერების ამ ბარათზე 2011 წლის აპრილში ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დის მაია ხარიძიანისა და მისი შეხვედრის ვიდეომასალაა შენახული.

მასალიდან ირკვევა, რომ ბესო ხარძიანის დაკავების შემდეგ, მაია ხარძიანი ბესო უდესიათან ოფისში თავად მივიდა და სთხოვა, კუს ტბაზე მისი ძმის საკუთრებაში არსებული წილი შეეძინა.

"მათ ჰქონდათ ფულის პრობლემა, მან მთხოვა იყიდეო მე უარზე ივყავი", - აცხადებს უდესიანი.

გთავაზობთ ნაწყვეტს უდესიანისა და მაია ხარძიანის დიალოგიდან:

- გეხვეწები, გია, შენ ნუ გგონია, რომ მე ვინმეს კრესტს ვუსმევ სიმართლეს ვაწვები თავიდან ბოლომდე.

- მაია, დამანებეთ რა თავი. არანაირი პროცენტები არ მინდა რა. გინდა 10 მილიონად გაყიდოს, გინდა 100 მილიონად გაყიდოს, რაც გინდათ ის ქენით რა, არ მინდა მაგ საქმეში მონაწილეობა რა, ხო ტრ***ნი ბიჭია და რაც უნდა ის ქნას", - ამბობს გია უდესიანი.

- გია მე არავინ არაფრად არ მთვლიდით, ამბობდით ეს ისეთი ქალიაო, მაგრამ მე გია უდესიანის გამო ტყვიას გადავუდგები, გია. ერთი ვთხოვე და კაცმა ის გამიკეთა, რაც ვერავინ ვერ გააკეთა. ჭიანჭველებივით დავრბოდით და არავინ არაფერი გამიკეთა. მე შევაკვდებოდი, როგორც მისი მტერის და. აი, ასე შევაკვდებოდი მე ჩემ ნაძირალა ძმას. დღეს, რომ მე მიჭირს ოფლად ვარ დაღვრილი.

გია უდესიანი ხარძიანების საქმის გარდა, "პოსტსკრიპტუმში" კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციაზე საუბრობს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ის ხელმძღვანელობდა დანაყოფს, რომელიც საიდუმლოდ იქმნებოდა და მას თავდაცვისა და უშიშროების წარმომადგენლები წვრთნიდნენ.

"თავდაცვის სამინისტროსთან ოფიციალური დანაყოფები იქმნებოდა ეროვნული გვარდიის ბაზაზე 450 კაცი, ავღანეთ-ერაყ-კოსოვო გავლილი ვეტერანები, ეს იმიტომ, რომ ამას თავისი დანიშნულება ჰქონდა. მომზადებას გადიოდნენ. მეთაური მე ვიყავი. ამ დანაყოფის 80% იყო სამაჩაბლოდან, სახლ-კარ დამწვარი, მოტივირებული, ღირსეული ქართველი ვაჟკაცები იყვნენ. ეს საიდუმლო ინფორმაცია უნდა გამეცა? თავდაცვის სამინისტროში არსებობს ამის დომკუმენტები. ახალმა ხელისუფლებამ ალბათ ჩაიხედა ამაში. ხალხი დაიბარეს პროკურატიურაში ეძებდნენ ჩემზე კომპრომატებს. ხომ არ გცემდათ უდესიანიო. რამე, რომ ეპოვათ, განა ამას მაპატიებდნენ? ეს ჩანაწერები მეც გამაჩნია საიმედო ადგილას, თუ როგორ გადიოდა ჯგუფი მომზადებას", - აცხადებს გია უდესიანი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ