"მე ვიქნები ადამიანი, რომელიც უდესიანს დააჭერინებს" - ნათია მიქიაშვილი

"მე ვიქნები ადამიანი, რომელიც უდესიანს დააჭერინებს" - ნათია მიქიაშვილი

"მე ვიქნები ადამიანი, რომელიც უდესიანს დააჭერინებს", - ეს განცხადება "პოსტსკრიპტუმთან" საუბრისას ჟუნრალისტმა ნათია მიქიაშვილმა ბიზნესმენ, გია უდესიანის განცხადებაზე გააკეთა.

ნათია მიქიაშვილი განცხადებას პროკურატუაში 6 აპრილს შეიტანს და ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას მოთხოვს.

"ბესო ხარძიანის მკვლელობით შეიძლებოდა დაინტერესებული ყოფილიყო მარტო გია უდესიანი. უდესიანი კუთხეში მოყოლილი ადამიანის პოზიციიდან გამოდის. უბრალოდ სასაცილოა მისი ბრალდება. 2011 წლის ივლისში, მაშინ, როდესაც მე გადაცემა გავაკეთე, ჩემი მეუღლე ნანახიც კი არ მყავდა. მე პირველი ჟურნალისტი ვიყავი, რომელმაც მოყვა ის, რაც მაშინ მოხდა. უდესიანი იმდენად შეშინებული იყო კუს ტბაზეც კი არ ამოდიოდა - არ ჩამწეროსო. დღეს ვუყურე ჩემს გადაცემას და გამახსენდა, რომ მაშინ უდესიანმა ჩემი ორი არასრულწლოვანი ოპერატორი დაატყვევა. სწორედ ეს გახდება მისი ბრალის დამძიმების მიზეზი, მე მივალ პროკურატურაში მივცემ ჩვენებას, შემდეგ ეს ორივე ოპერატორი დაიკითხება და მოყვებიან, თუ რა მოხდა მაშინ. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიქნები ადამიანი, რომელიც უდესიანს დააჭერინებს", - აცხადებს ჟუნრალისტი ნათია მიქიაშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ