ქართული საავტომობილო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა

ქართული საავტომობილო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა

საავტომობილო ბიზნესი საქართველოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ევროპიდან იმპორტირებული, შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების რეექსპორტი დიდწილად სწორედ აზერბაიჯანში ხდებოდა. მოთხოვნაც მაღალი იყო. იქაური ბაზრის შეზღუდვას მოჰყვა ხარჯების ზრდაც და ბიზნესი, ფაქტობრივად, გაჩერდა. მართალია, ავტომობილების რეექსპორტი კვლავ საქართველოს ნომერ პირველ საექსპორტო პოზიციად რჩება, მაგრამ თანხობრივად მისი მოცულობა სულ უფრო მცირდება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო კოდექსში საგადასახადო პროცედურების შეცვლასა და გამარტივებას გეგმავს.

პროექტის თანახმად, საქართველოში 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის მფლობელი გათავისუფლდება ჯარიმებისგან, თუ მას მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე გააფორ­მებს ("გააიმპორტებს" ან რეექსპორტით გაიყვანს). ამ რეგულაციით მანქანა მფლობელს, სულ მცირე, 1.000 ლარით "გაუიაფდება".

გარდა ამისა, საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის 45-დღიანი ვადა გახანგრძლივდება 60 დღემდე. გაუქმდება ჯარიმა საფასურის გარეშე ყოფნის ვადის გასვლიდან კიდევ 90 დღეში გამოუცხადებლობისთვის. ცვლილებების თანახმად, თუ იმპორტიორმა ავტომობილი 90 დღეშიც ვერ გაყიდა, უნდა გამარტივდეს საბაჟო საწყობის რეჟიმში მისი განთავსების პირობები. ამასთან, ეს რეჟიმი, საბაჟო საწყობის გარდა, გავრცელდება სხვა ადგილებზეც (მაგალითად, ბაზრობაზე და სხვ.).

ავტოიმპორტიორები დადებითად აფასებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგრამ დასძენენ, რომ მათი მხრიდან ინიცირებული იყო ამნისტირება მხოლოდ 1-ელ აპრილამდე უკვე დაჯარიმებულ ავტომობილებზე და არა 1-ელ აპრილამდე შემოყვანილ ავტომობილებზე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო პირდაპირ ეუბნება ავტოდილერს: თუ მომავალშიც დაარღვევ კანონს, არ დაისჯებიო. ავტოდილერების თქმით, ასეთი მიდგომა ბაზარზე ქაოსს გამოიწვევს. გარდა ამისა, ავტოიმპორტიორები ხელისუფლებას სთავაზობენ განბაჟების გერმანული მოდელის შემოღებას, რაც გულისხმობს ქვეყნის შიგნით ავტომობილით სარგებლობის რამდენიმე ვარიანტს: 6-თვიანი ნომრების აღებას, 5-დღიანი ნომრების აღებას და ე.წ. სამეწარმეო ნომრებს, ტარების უფლებით. მათი თქმით, 90-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მართალია, ჯარიმა აღარ დაერიცხებათ, მაგრამ საჭირო იქნება შესაბამის სადგომზე ავტომობილის გადაყვანა (თავმდები პირის ან საბანკო გარანტიის სავალდებულო წარდგენით). მაგრამ სადგომიდან ავტომობილის გაყიდვა კიდევ უფრო მეტად გაძნელდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია