ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის ქალაქ რაანანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი იყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 180-ე ადგილს იკავებს, ზედიზედ დაამარცხა ავსტრიელი, სლოვენიელი, რუსი და მოლდოველი მეტოქეები, ფინალში კი სლოვაკ ლუკაშ ლაცკოს სძლია - 4:6, 6:4, 6:3. აღსანიშნავია, რომ ფინალში მისი მეტოქე, ლუკაშ ლაცკო მსოფლიო რეიტინგში 99-ეა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა მთავარ პრიზთან ერთად (18 ათასი აშშ დოლარი) 110 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია