გერმანიაში პოლიციელებმა ქართველები დაიჭირეს და ძარცვის შემდეგ ხეზე ხელბორკილებით მიაჯაჭვეს

გერმანიაში პოლიციელებმა ქართველები დაიჭირეს და ძარცვის შემდეგ ხეზე ხელბორკილებით მიაჯაჭვეს

დრეზდენის პოლიციამ ოთხი ქართველი დააკავა. გამოცემა "ბილდის" ცნობით, ისინი ქურდობის ბრალდებით აიყვანეს. კერძოდ, გავრცელებული ცნობით, ოთხმა ქართველმა სუპერმარკეტების ქსელ "ნეტოდან" ყავა მოიპარა, რის შემდეგაც ჩაირთო განგაშის სიგნალი.

ისინი გაქცევას შეეცადნენ, თუმცა, პოლიციამ მათი მანქანა დროულად შენიშნა. დაკავების ოპერაციის დროს ისინი სამართალდამცველებმა ქალაქის ერთ-ერთ სარეკრეაციო პარკში, ხეზე ხელბორკილებით მიაჯაჭვეს. გამოცემა "ბილდი" მათ ფოტოებსაც აქვეყნებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. არ ვრცელდება დაკავებულების ვინაობაც.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ