უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, ფურცელაძის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, აბაშიძის, კოსტავას და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარაბდის, შატბერაშვილის, ჟვანიას და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის და სამგორის რაიონებში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს II კვარტლის, საქსოფმანქის დასახლების, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის და მუხაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და რკინიგზის ჩიხის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, ავშნის დასახლების, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსოვრელის, თმოგვის, ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია