"არ მინდა, ჩემს შვილებს ეგონოთ, რომ მამა მოვუკალი"

"არ მინდა, ჩემს შვილებს ეგონოთ, რომ მამა მოვუკალი"

21 წლის იყო, როცა ფეხმძიმეს ხელ-ბორკილები დაადეს და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ციხეში გამოკეტეს - ათწლიანი პატიმრობა შეეფარდა. საკანში ხშირად ტიროდა. მძიმე იყო იმასთან შეგუებაც, რომ მისი პატარა ციხეში გაჩნდებოდა. ბავშვის დაბადებამ ტკივილი ოდნავ შეუმსუბუქა.­ ქალთა დაწესებულებაში ცალკეა დედათა და ბავშვთა საცხოვრებელი. ყველა დედას კეთი­ლმოწყობილი ოთახი აქვს, შვილებს თავად უკეთებენ საჭმელს და ზრუნავენ მათზე. დედა-შვილმა იქ ორ წელზე მეტი გაატარა. უფროსი ვაჟი მის მშობლებთან იზრდება. ცოტა ხნის წინ მისი პატარა ციხიდან გაიყვანეს და ქალი მარტო დარჩა. რესპონდენტის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ:

- პატარა ჩემს დას გადაეცა მზრუნვ­ელობაში. ჩემს შვილს გულის მანკი აქვს და მალე ოპერაციას გაუკეთებენ, მე კი მის გვერდით არ ვიქნები. რაც დამაკავეს, მას მერე უფროსი ბიჭი არ მინახავს. მან იცის, რომ დედა საზღვარგარეთ არის. გამუდმებით­ შვილებზე ვფიქრობ და ვლოცულობ. აქაურ პატარებს ვეფერები, ასე ვივსებ ჩემი შვილების მონატრებას... 4 წელი და სამი თვე მაქვს დარჩენილი­.

- იქნებ გაიხსენოთ მომხდარი ფაქტი?

- რა აზრი აქვს რაიმეს მოყოლას? ქმარი არ მომიკლავს, მაგრამ სიმართლის­ დამტკიცება ვერ შევძელი.

როცა ის ოთახი­დან გამოვიდა, დანით იყო დაჭრილი... ძალ­იან მიყვარდა და სასიკვდილოდ როგორ გავიმეტებდი.

თბილისში გავიცანი, შემიყვარდა და მალე დავქორწინდით, მერე მის სოფ­ე­ლში გადავედით საცხოვრებლად.

დამიმალა, რომ ადრე ცოლ-შვილი ჰყოლია. მალე დაგვეძაბა ურთიერთობა, 3 კვირის ფეხმძიმეს სასტიკად მცემა.

4 წელი ვიცხოვრე მასთან, ჩემებმა ბევრჯერ წამომიყვანეს, მაგრამ მაინც ვურიგდებოდი. ახლა ვნანობ. ვფიქრობდი, შვილის გაჩენა შეცვლიდა, მაგ­რამ მოვტყუვდი. დალევა უყვარდა, ხშირად­ თავს იზიანებდა. ბევრჯერ თავის მოკვლაც სცადა. იმ დღესაც მთვრალმა ჩხუბი­ უმიზეზოდ ამიტეხა. ხელში დანა ეჭირა. დავუსხლტი და მაშინვე დავრეკე პოლიციაში, დამეხმ­არეთ-მეთქი. ამ დროს დამიძახა. მისკენ რომ შევტრიალდი, დავინახე, სისხლიანი იყო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია