მაკულიტერატურის დიდი აქცია ქუთაისში

მაკულიტერატურის დიდი აქცია ქუთაისში

რვადღიანი აქციის ­ფარგლებში 150-160 ტონაზე­ მეტი მაკულატურა ჩაბარდა, სანაც­ვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირ­ებულების წიგნი გაიცა

თუმცა, გრან­დიოზული აქცია ამით არ ამოწურულა - პროექტმა­ დედ­აქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა. პირველი "მასპინძელი" ქუთაისი იქნება, რომლის შემდეგაც "მაკულიტერატურა" საქარ­თველოს სხვადასხვა ქალაქს ეწვევა,­ მათ შორის, ბათუმს, სენაკს, ხაშუ­რსა და ყვარელს. ქუთაისში აქცია 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება, რომლის დროსაც ერთი კილო მაკულატურა გადაიცვლება ისევ ერთი ლარის ღირებულების წიგნში. დანარჩენ ქალაქებში აქციის ჩატარების ზუსტ განრიგს უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

"აქციე მაკულატურა წიგნად" - ამ მოწოდებით მედიასახლმა­ "პალიტრამ" 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით მოსახლეობას­ უპრეცედენტო აქცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც წიგნის მოყვარულებს 1 კგ მაკულატურის 1 ლარის ღირებულების ახალ წიგნში გადაცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი კვირით იყო განსაზღვრული, მაგრამ მასში­ მონაწილეთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ პროექტ "მაკულიტერატურის" ორგანიზატორებმა აქცია კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივეს.

საბოლოოდ, რვადღიანი აქ­ც­ი­ის­ ფარგლებში 150-160 ტონაზე­ მეტი მაკულატურა ჩაბარდა, სანაც­ვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირ­ებულების წიგნი გაიცა.

თუმცა, გრან­დიოზული აქცია ამით არ ამოწურულა - პროექტმა­ დედ­აქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა. პირველი "მასპინძელი" ქუთაისი იქნება, რომლის შემდეგაც "მაკულიტერატურა" საქარ­თველოს სხვადასხვა ქალაქს ეწვევა,­ მათ შორის, ბათუმს, სენაკს, ხაშუ­რსა და ყვარელს. ქუთაისში აქცია 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება, რომლის დროსაც ერთი კილო მაკულატურა გადაიცვლება ისევ ერთი ლარის ღირებულების წიგნში. დანარჩენ ქალაქებში აქციის ჩატარების ზუსტ განრიგს უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

"კვირის პალიტრა" აქციის მონაწილეებს ესაუბრა:

თამილა მაჭავარიანი: "როგ­ორც კი "მაკულიტერატურის" აქციის შესახებ შევიტყვე, უსარგებლო ქაღალდების შეგ­როვება დავიწყე. დაახლოებით 100 კილოგ­რამი მაკულატურა შევაგროვე, რომლის სანაცვლოდ ჩემთვის სასუ­რველი წიგნები შევარჩიე. რამდენიმე წიგნი­ შვილებისთვისაც წამოვიღე, მიხარია, რომ ახალი წიგნის კითხვის სურვილი მათაც გაუჩნდებათ.

"მაკულიტერ­ა­ტურა" მართლაც უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა, ფაქტობრივად,­ ნაგავში­ გადას­აყრელად გამზადებული ძველი ქაღალდების სანაცვლოდ ახალ წიგნებს გვაძლევენ".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია