"გვანცა პირდაპირ ბორბლებში ჩაუვადა იმხელა "ტრაილერს"და ულამაზესი პატარა ადგილზე გარდაიცვალა"
"დედა ხაშურიდან ამოიყვანეს, საწყალ ქალს სახლის წინ გარდაცვლილი ბავშვი ჰყავდა და ვერ ეკარებოდა..."
გუშინ სურამში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის გვანცა გელაშვილი დაიღუპა. მისი თანაკლასელი ასევე 12 წლის გოგონა კი მრავლობითი დაზიანებით თბილისშია გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენ დავუაკვშირიდით გარდაცვლილი გოგონას ოჯახის მეზობელს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა და მომხადრის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ:
- დიდი უბედურება დატრიალდა, გოგონები სკოლიდან ბრუნდებოდნენ, როცა გზა უნდა გადაეჭრათ, სატვირთო ავტომობილი დაეჯახათ, გვანცა პირდაპირ ბორბლებში ჩაუვადა იმხელა "ტრაილერს"და ულამაზესი პატარა ადგილზე გარდაიცვალა, ნინო კი ძალიან მძიმედაა. ვლოცულობთ, რომ გოგონა გადარჩეს... ისეთი საშინელებაა, სამძიმარზე მისვლაც კი გვიჭირს... არანაკლებ საცოდავია მძღოლიც, რომელმაც საერთოდ ვერ დაინახა ეს პატარები და ამხელა ტრაგედია დაატრიალა. ის საცოდავი საკუთარი ფეხით ჩაბარდა პოლიციას, მაგრამ ეს ვის რას უშველის...