თბილისსა და ბათუმში ხვალ პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მეოთხე წიგნი, ჯეიმზ დაშნერის "ცეცხლით გამოცდა" აქციის ფარგლებში გაიყიდება.
როგორც "პალიტრა L" -ში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში გამოცემული მეოთხე წიგნი მსოფლიო ბესტსელერი "ლაბირინთში მორბენალის" გაგრძელება - ჯეიმზ დაშნერის ,,ცეცხლით გამოცდა" ბათუმსა და თბილისში მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ერთი საათით, 19:00-დან 20:00 საათამდე, 12 ლარის ნაცვლად, 3 ლარად გაიყიდება.
მათივე ინფორმაციით, წიგნი თბილისში "ბიბლუსი გალერიში", ხოლო ბათუმში მემედ აბაშიძის 62-ში მდებარე მაღაზიაში გაიყიდება.
"წიგნი პროექტის LiberTeens ფარგლებში გამოიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომელიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. ,,შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც LiberTeens-ის წევრები არიან. პროექტის პირველი წიგნი ჯეიმზ დაშნერის ,,ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბრის თვეში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი მოთმინებით ელოდა მსოფლიო ბესტსელერს. მეორე წიგნის ,,თუ დავრჩების" აქციის ფარგლებში დღეს მაღაზიასთან მოსული მკითხველის რაოდენობამ კი თითქმის 1500-ს მიაღწია. მესამე წიგნი ჰოლი სმეილის ,,გიკი გოგო" ასეთივე წარმატებული იყო და ათასზე მეტი მკითხველი მიიყვანა მაღაზიაში პირველივე დღეს", - აცხადებენ გამომცემლობაში.