პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ამ დრომდე 100-მდე პირია დაჯილდოებული, მათ შორის არიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, სენატორი ჯონ მაკკეინი, ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და სხვ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია