რეგიონებში 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რეგიონებში 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში დაახლოებით 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც "ინტერპრესნიუს" "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ძლიერმა ქარმა რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

"ენერგო-პროს" ტექნიკურმა სამსახურმა დაზიანების წუთიდანვე დაიწყო აღდგენითი სამუშაობი, რომელიც ახლაც გრძელდება, რათა რაც შეიძლება დროულად და ოპერატიულად მოხდეს აღდგენა, თუმცა, ქარი ამ დროისთვისაც გრძელდება და ხელს უშლის სამუშაობის წარმოებას", - განმარტა "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია