პოლიციის თანამშრომლების მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
აბულაძის მეგობარმა, გოჩა ციცქიშვილმა "არჩევანის" ეთერში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მის მეგობარზე გამოცხადებულია ძებნა, როგორც ნადირზე.
"მინდა გადავარჩინო შალვას სიცოცხლე. ის უნდა ჩაბარდეს პოლიციას. ღარიბაშვილმა პირდაპიირ გააკეთა ამის შესახებ მინიშნება, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. მე მჯერა მისი უდანაშაულობის და მჯერა რომ მას უკვე დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია. თუ მას არ დაუტოვებია საქართველს ტერიტორია, დარწმუნებული ვარ, ის გრძნობს საშიშროებას, რომ მასზე ნადირობენ როგორც ნადირზე,"-განაცხადა გოჩა ციცქიშვილმა.