პეკინზე ქალს ტელევიზორი დაეცა

პეკინზე ქალს ტელევიზორი დაეცა

პეკინზე ქალს ფანჯრიდან გადმოგდებული ტელევიზორი დაეცა. არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სახლის ფანჯრიდან ტელევიზორი და საოჯახო ნივთები გადმოყარა, რომელიც გამვლელს, ახალგაზრდა ქალბატონს ფეხზე დაეცა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვნა. ქალი კი, რომელმაც ნივთები ფანჯრიდან გადაყარა, პოლიციას კარებს არ უღებდა. სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება ადმინისტრციული კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 124 მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია