"მკვლელებს ვმფარველობ, რომლებიც თვალით არ მინახავს" - ირმა ინაშვილი მის მიმართ წაყენებული ბრალდებების სიას აქვეყნებს

"მკვლელებს ვმფარველობ, რომლებიც თვალით არ მინახავს" - ირმა ინაშვილი მის მიმართ წაყენებული ბრალდებების სიას აქვეყნებს

ირმა ინაშვილი მის მიმართ წაყენებული ბრალდებების ერთიან სიას აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, "ტყუილის ბუკეტს" წარმოადგენს:

"მოკლედ, თავი მოვუყარე ჩემს წინააღმდეგ გავრცელებულ "ბრალდებებს", ანუ ტყუილის "ბუკეტს" და აი, რა გამოვიდა:

1. ივანიშვილმა მიყიდა 40 000 დოლარიანი მანქანა და სახლი- პარიზში. 2 მილიონი დაავიწყდათ. გაგახსენეთ, ბატონო.

2. პრორუსი ვარ, თუ პრორუსული, ანტიდასავლური. ანტისახელმწიფოებრივი. ერთი განცხადება მაინც მაჩვენეთ, ამ პრორუსულობის დამადასტურებელი. ველოდები.

3. ГРУ -ს, ან ФСБ-ს აგენტი ვარ. სულერთია, რომლის, აგენტი ვარ. რეზიდენტი.

4. "მოსადში" დავალებებს მაძლევენ და გავლენებით ვსარგებლობ.

5. მთიული არა ვარ, ან სომეხი ვარ, ან ებრაელი.

6. ციხეებში პატიმრებს არავინ აწამებდა, "მულტიკი" დავდგი.

7. სამშობლოს მოღალატეც ვყოფილვარ.

8. მკვლელებს ვმფარველობ, რომლებიც თვალით არ მინახავს.

9. კაკაოს ბიზნესი მაქვს.

10. 1982 წელს, როცა 12 წლის ვიყავი, ლექსი დამიწერია კომკავშირზე. 300 არაგველზე დავწერე, მაგრამ კომკავშირი უნდათ და იყოს.

11. უშნო, მახინჯი და საშინელება რომ ვარ, მოკლე ფეხებით, ისედაც ვხედავ...

12. ბავშვობაში, როცა 7 წლის ვიყავი, მეზობლის კატა შემომაკვდა. აგური ჩავარტყი.

13. ჟორიკა რურუა მაფინანსებს. ზოგჯერ. თან, მიშა ხუბუტია. როცა ჟორიკას და მიშას უჭირთ, ფულს პაატა შევარდნაძე მიგზავნის შვეიცარიიდან. 11 წელია თვალით არ მინახავს, მაგრამ მიგზავნის. მოხალისე სპონსორია. ენთუზიასტი.

14. კურსელებს არ უყვარდათო. აბა, ვისთან ერთად ვმღეროდი ერთსიმიან გიტარაზე და დავტიროდი დაკარგულ სიყვარულს, იქნებ მიკარნახონ ჩემმა კურსელებმა?!

15. წულუკიანთან და კბილაშვილთან მოწმეები მიმყავდა, მანამდე ჩემს მიერ ნაწამები, რომ "კაცთმოყვარე" ბაჩო ახალაიასთვის დაედოთ ხელი. ბაჩო ხომ იმითაა ცნობილი, რომ პატიმრებს ეალერსებოდა და შოკოლადით უმასპინძლდებოდა.

16. ჩემი ქმარი, რომელიც სინამდვილეში უმუშევარია, ღარიბაშვილის კაბინეტში დააწინაურეს. ერთ- ერთ მაღალ თანამდებობაზე.

17. ქონება მარტო ბიძინა ივანიშვილმა კი არა, მამაჩემმაც დამიტოვა. რაღაცა საკუთარ მამასაც ხომ უნდა დაეტოვებინა?! აქ შედის ბაზალეთის ტბის კომპლექსი. მინიმუმ!

18. დიპლომი არ მქონია. თუ კურსელები მყავდა, ე.ი. სადღაც ვსწავლობდი?! თუ ვსწავლობდი, სერთიფიკატი მაინც არ მომცეს, თუ დიპლომი არა?! სიყვარულით მოვიკითხავ თსუ ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტს და მეექვსე კორპუსს. ასევე, კარისკაც თემოს... ღვინის ბოცებს რომ ინახავდა სარდაფში. ჩემს წითელ დიპლომსაც დავასკანერებ, ყოველი შემთხვევისთვის.

19. აფხაზეთის ომში არ ყოფილა. იტყუებაო. გია ბარამიძეს ჰკითხეთ, სამხედროებს ჩემს თავს რომ ახვრეტინებდა გუმისთაზე. თითქოს ჟურნალისტებმა ჯარს ტყუილად ვასროლინეთ, კადრების გალამაზებისთვის და ტყვია-წამალი დავაცლევინეთ. როცა სიმართლე გაირკვა, მოტყდა. ზოგიერთი ბავშვობიდან ანუსია, რას იზამ.

20. ექსტრემისტი რომ ვარ, კინაღამ გამომრჩა. ფაშისტიც.

იმედი მაქვს, ამ "ბუკეტს" მთლიანობაში კითხულობენ ჩემი ე.წ. ბრალმდებლები, ანუ ცილისმწამებლები და ნუთუ თვითონ თუ არ რცხვენიათ, რომ თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ?! თქვენსავე თეზისებს სათითაოდ გამოგიგზავნით. ეტაპობრივად იმასაც დავამატებ, რაც გამომრჩა. "კრაოტთან" გაიკარით, იქნებ მიხვდეთ, რომ ძალიან დიდ კომედიაში ხართ... "- წერს ინაშვილი/

გამოყენებულია FB-ზე გამოქვეყნებული პოსტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია