ქრთამი თუ ვალი? - ვინ დადიოდა ფარული კამერით გამგეობაში

ქრთამი თუ ვალი? - ვინ დადიოდა ფარული კამერით გამგეობაში

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი გიორგი (გორდა) შერმადინი 2015 წლის 4 აპრილს რესტორან "სპორტკაფეში" დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორდა შერმადინმა ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა. გორდა შერმადინს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მასთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, კომპანია "ბაბას" მფლობელ ივანე კერესელიძეს გორდა შერმადინის მამის, ბიჭიკო შერმადინის ვალი ჰქონდა.

"ჩვენ ასე ვიცოდით, რომ გორდა შერმადინმა მამის ვალი გამოართვა კერესელიძეს, მაგრამ სასამართლო პროცესზე მან წაყენებული ბრალდება აღიარა" - ამბობს ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვას ესწრებოდა.

ოფიციალური ვერსიით, გორდა შერმადინი ივანე კერესელიძეს დაპირდა, რომ 500 ლარის სანაცვლოდ გორის მერიიდან მისთვის განკუთვნილ თანხას გადაარიცხვინებდა. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ შპს "ბაბა"-ს ხელმძღვანელი პროექტების შედგენაში არქიტექტორ ბიჭიკო შერმადინს იყენებდა, რომელიც ერთ-ერთ საპროექტო ორგანიზაციაში მუშაობს და გორდა შერმადინის მამაა.

რაც შეეხება მერიიდან თანხების გადარიცხვას, გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თემურ მანველიშვილი ამბობს, რომ გორდა შერმადინი მერიაში არ მუშაობდა და წარმოუდგენელია, რატომ დაპირდა ის კერესელიძეს საქმის მოგვარებას. თანაც მაშინ, როდესაც თანხა "ბაბას" ანგარიშზე უკვე გადარიცხული იყო.

გორის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დალი ტლაშაძე დოკუმენტებით ამტკიცებს, რომ შპს "ბაბას" ანგარიშზე მერიას 4 აპრილის მდგომარეობით არავითარი ფინანსური ვალდებულება არ გააჩნდა.

როგორც დალი ტლაშაძემ გაარკვია, გორდა შერმადინის სისხლის სამართლის საქმეში მასთან ფარულად ჩაწერილი ვიდეოკადრებიც ფიგურირებს. კერძოდ, ვიდეოფირში ივანე კერესელიძე დალი ტლაშაძეს სთხოვდა, რომ თანხა წინასწარ ჩაერიცხა მერიას, ხოლო ამის შემდეგ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდას კომპანია შეძლებდა.

"მოკლედ, ამ კაცმა მითხრა, რომ ფული საერთოდ არ ჰქონდათ ანგარიშზე და ითხოვდა, თანხა ან წინასწარ გადაგვერიცხა, ან კიდევ იმდენი გადაგვერიცხა, რომ ჯარიმის თანხა გამოგვექვითა. მე ამ წინადადებაზე უარი ვუთხარი. თუმცა რამდენიმე დღეში წარმოადგინა ჯარიმის გადახდის ქვითარი და ამის შემდეგ ავუნაზღაურეთ თანხა", - აცხადებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ