ვანო მერაბიშვილი პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით ციხიდან განცხადებას ავრცელებს

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით ციხიდან განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რამდენიმე დღის წინ მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს უსამძიმრებს და ბოლო დროს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გახშირებულ ფაქტებსაც ეხება:

"სამწუხაროდ, კიდევ ერთი სამაგალითო პოლიციელი დაკარგა საქართველომ. მინდა მივუსამძიმრო ბექა მარგიშვილის ოჯახს და იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო ღირსეულად დააფასებს მის თავდადებას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხოლო დამნაშავე საკადრისად იქნება დასჯილი. მინდა აგრეთვე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილ პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს და იმედი გამოვთქვა, რომ იგი კვლავ ასეთივე შემართებით განაგრძობს საზოგადოების სამსახურში ყოფნას.

სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში სულ უფრო გახშირდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათზე თავდასხმის ფაქტები, რასაც ხშირად ფატალური შედეგიც მოჰყვება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა დაფუძნებულია თითოეული პოლიციელის თავდადებასა და მათ მიმართ საზოგადოების პატივისცემაზე", - წერს მერაბიშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."