კომედია ქართულად, ვინ არის ქალი, ვინც ფანჯრიდან გადაგდებული ტელევიზორით ლამის ადამიანი იმსხვერპლა

კომედია ქართულად, ვინ არის ქალი, ვინც ფანჯრიდან გადაგდებული ტელევიზორით ლამის ადამიანი იმსხვერპლა

"ბიჭებმა უკრაინელი ქალი გასართობად მოიყვანეს, ერთად დალიეს, ქალს დაეძინა, ბიჭები გავიდნენ, კარი გარედან გადაკეტეს, რათა როცა დაბრუნდებოდნენ, ქალი ისევ ბინაში დახვედროდათ."

"არ იარო კორპუსთან ახლოს, თორემ შეიძლება რაიმე დაგეცეს და მოკვდე!"

გავრცელებული ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე მე-6 სართულის ფანჯრიდან გადმოგდებულმა ტელევიზორმა კინაღამ ქუჩაში მიმავალი ქალი იმსხვერპლა. საბედნიეროდ, ქალს სიმაღლიდან გადმოგდებული მძიმე ნივთი ფეხში დაეცა და მხოლოდ მსუბუქად დაზიანდა, თუმცა საავადმყოფოში მაინც მოუწია გადაყვანა. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა მოხდა და ვინ იყო ქალი, ვინც ტელევიზორთან ერთად კიდევ არაერთი საყოფაცხოვრებო ნივთი მოისროლა ფანჯრიდან... ამბავი, რომელიც იმავე სადარბაზოს მცხოვრებმა მოგვიყვა, ნამდვილად კომედიური ფილმის სიუჟტისთვის გამოდგება.

მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ღამის თორმეტის ნახევარზე პეკინის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალბატონს მე-6 სართულიდან გადმოგდებული ტელევიზორი ფეხზე დაეცა და მართლაც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს...

ტელევიზორამდე 40-იოდე წლის ქალბატონმა ფანჯარიდან კიდევ მრავალი ნივთი გადაუძახა... თვითმხილველი ამბობს, რომ ის მეტად მშვიდად მოქმედებდა, - ფანჯრიდან გადმომდგარი ცალი ხელით ეწეოდა, მეორეთი კი ნივთებს ზედიზედ ყრიდა. ამ საქმიანობაში მისთვის ხელის შეშლა კორპუსის პირველ სართულზე არსებული მაღაზიის წინ გაჩერებული მანქანის მძღოლმა სცადა და ასძახა: - მანქანაზე ჭუჭყიან ნივთებს ნუ მიყრიო! მაგრამ ქალბატონმა კვლავ ოლიმპიური სიმშვიდით განაგრძო ნივთების გადმოყრა. პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე უდანაშაულო ადამიანის დაზარალების შემდეგ მოვიდა.

მალევე გავრცელდა შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი ააფორიაქა... "არ იარო კორპუსთან ახლოს, თორემ შეიძლება რაიმე დაგეცეს და მოკვდე!" - აცხადებს ვიდეოს ავტორი, რომელმაც სიტუაცია ასე აღგვიწერა...

დავით. ლ. :

- იმავე სადარბაზოში ვცხოვრობ, საიდანაც ქალბატონი ნივთებს ისვრიდა. იმ დროს შემთხვევით ქუჩაში ვიყავი და ლაწალუწი რომ ატყდა, შეშენებულმა ავიხედე ზევით და რას ვხედავ, - მეექვსე სართულიდან ვიღაც, სლავური გარეგნობის ქალი გადმომდგარა და რაღაც ნივთებს ისვრის. თან ცალი ხელით ეწევა. თავიდან საშიშად არაფერი მომეჩვენა და ტელეფონი მოვიმრჯვე გადასაღებად. მაგრამ აი, ტელევიზორი რომ დავუნახე ხელში, მაშინ კი დამეცა თავზარი და ვიყვირე, არ გადმოაგდო-მეთქი, ერთი კი შეყოვნდა, მაგრამ ხელი მაშინვე გაუშვა… ამასობაში ის ქალიც გამოვიდა მაღაზიიდან. ამის დანახვაზე შოკში ჩავვარდი…. კიდევ კარგი, გადარჩა...

- ე.ი. ეს ქალი თქვენი მეზობელი ყოფილა.

- არა, ბატონო, მაგ ბინის პატრონია ჩემი მეზობელი. თურმე ბინა გაუქირავებია და ეს ქალი ვინც ამ ბინას ქირაობს, მათი მიყვანილი გახლდათ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია