დავით ნარმანია - "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს

დავით ნარმანია - "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს

კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც 8 თვის მუშაობის ანგარიშით წარსდგა.

დავით ნარმანია ამ წუთებში თბილისის საკრებულოს დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. დეპუტატების ერთ-ერთი კითხვა დაკავშირებული იყო კომპანია "სითი პარკთან", კერძოდ, ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების საკითხთან.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კომპანიაში დასრულდა ფინანსური ანალიზი, ხელშეკრულება გადახრილია ერთი კომპანიის მხარეს. ნარმანიასთვის გაურკვეველია, რატომ შეუქმნეს თავის დროზე ამ კომპანიას ასეთი სასათბურე პირობები. "ხელშეკრულება რომ მოვშალოთ, მუნიციპალიტეტს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, კომპანიის მიმართ მათი მხრიდან კვლავ რჩება რამდენიმე პირობა. ერთ-ერთი არის ის, რომ არასწორად პარკირების შემთხვევაში პირთა დაჯარიმება მოხდეს ადგილზე და არ მოხდეს ავტომანქანის გადაყვანა სადგომზე. ასევე, აღდგეს შემოსავლების განაწილების სქემა, რომელიც თავის დროზე თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა და თბილისის მერიამ კომპანიიდან ეს შემოსავლები დაკარგა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია