მსახიობი გიორგი ნაკაშიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
"ამბები.გე"-ს ინფორმაციით, დაკავება ვარანცოვზე მოხდა, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაკაშიძე პოლიციასთან თავად მივიდა და დაკავება სთხოვა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ პოლიციამ იგი განყოფილებაში გადაიყვანა.
ნაკაშიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს. როგორც "ამბები.გე"-ს სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედავებიან.
მსახიობის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.