დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა პარლამენტთან მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა განაცხადა, 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა.

"ეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დამოუკიდებლობის გზა რთულია და ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე შეეწირა ამ გზას. დღეს აქ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას", - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მოქალაქეებმა მისვლა 12:00 საათიდან დაიწყეს. მათ შორის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა.

"საქართველოს ისტორიის უახლოესი წარსულიდან ძნელად მოიპოვება იმაზე გმირული ფურცელი, როგორიც 9 აპრილია. ქართველმა ერმა ამ დღეს დამოუკიდებლობის აღსადგენად ბრძოლა დაიწყო. რუსეთის აგრესიას შეეწირა ჩვენი ახალგაზრდობა. ამასთან ერთად, 9 აპრილი დამოუკიდელობისთვის ბრძოლის დღეა და ვულოცავ მთელ საქართველოს, ქართველ ერს ვუსურვებ გავუფრთხილდეთ ქვეყანას", - განაცხადა შიხიაშვილმა.

მემორიალი ყვავილებით შეამკო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმაც. "ეს დღე ყველა ჩვენგანის გულში უნდა აღინიშნებოდეს. 9 აპრილი წუხილთან ერთად იმედის დღეც არის. ვიმედოვნებთ, რომ ის სისხლი, რაც დაიღვარა 9 აპრილს და მას შემდეგ, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების ნათელ მომავალს მოემსახურება", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, რომელმაც მემორიალი ყვავილებით შეამკო. მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე არიან შეკრებილები. ისინი 9 აპრილის მემორიალთან სანთლებს ანთებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია