ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. მგზავრებს ქუთაისი-სტამბულის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისის გახსნა მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, ხელსაყრელ ფასად იფრინონ არაერთი მიმართულებით. ავიაკომპანია "პეგასუსი" მომხმარებლებს სტამბულის საბია გოგჩენის აეროპორტიდან ავიარეისებს დაახლოებით 100 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს", - აცხადებენ გაერთიანებაში. ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება. მათი შეძენა მსურველებს დღეიდან პეგასუსის ვებგვერდზე შეუძლიათ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია