რა ღირს პროდუქტები, რომელიც საააღდგომო სუფრისთვის დაგჭირდებათ: რეპორტაჟი ბაზრიდან და უახლესი მონაცემები

რა ღირს პროდუქტები, რომელიც საააღდგომო სუფრისთვის დაგჭირდებათ: რეპორტაჟი ბაზრიდან და უახლესი მონაცემები

აღდგომის დღესასწაულამდე მცირე დრო რჩება. თუმცა, აღდგომამდე ბაზრის მოვაჭრეები პროდუქტებზე ფასების გაზრდას პროგნოზირებენ.

"დღეს რომ პომიდორი 3, 50 ლარი ღირს, ხვალ მისი ფასი 4 ლარი იქნება," - გვითხრა ნავთლუღის ბაზრის გამყიდველმა. თუმცა, დღესასწაულის შემდეგ პროდუქტებზე იგივე ფასები შენარჩუნდება თუ არა, ამის თქმა უჭირთ.

ლერი, 40 წლის: "გარკვეული პროდუქტები წინასწარ მოვიმარაგეთ. გუშინ "ელიავაზე" საქონლის ხორცი 11 ლარად ვიყიდე. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, ხალხი ბაზარშიც აღარ ივლის. ჯერ ისედაც შემცირებულია კლიენტების რაოდენობა, ამას თქვენც ხედავთ. დოლარის კურსს დაწევის პირი არ უჩანს და რა იქნება, არ ვიცი."

მომხმარებლებთან გასაუბრების შემდეგ, პროდუქტების ფასებსაც გავეცანით: ნავთლუღის ბაზარში კვერცხის ფასი 25-დან 30 თეთრამდე მერყეობს, კარტოფილი 0,70-1 ლარი, სოკო 4 ლარი, ბადრიჯანი - 3 ლარი, ხახვი - 1, 20 ლარი, სტაფილო - 80 თეთრი, ჭარხალი - 1 ლარი.

რაც შეეხება ხილს - ფორთოხალი - 2 ლარი, ვაშლი 1, 50-2, 50 ლარი, თუმცა, თუ ბაზრას კარგად მოივლით 0,50-0, 70 ლარშიც შეხვდებით, ოღონდ დაჭიანებულს და მომცრო ზომის. გამყიდველთა თქმით, ქართული ვაშლი შედარებით იაფია, რასაც შემოტანილზე ვერ ვიტყვით. ზოგჯერ მათი ფასი 3 ლარსაც აღემატება. ერთი კილოგრამი ბანანი 5 ლარი ღირს, გადამწიფებული კი 3, 50 ლარი ღირდა.

ერთადერთი რაც გაიაფადა, მწვანილია - ერთი კონის ფასი 10 თეთრიდან იწყება. რაც შეეხება კიტრსა და პომიდორს მათი ფასი 3-დან 3,50 ლარამდე მერყეობს, თურქული კი 2-2, 50 ლარი ღირს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია