რიჩარდ ნორლანდი - აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც პატივს მიაგებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას

რიჩარდ ნორლანდი - აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც პატივს მიაგებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას

ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპული მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად რუსთაველის გამზირზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დემონსტრანტების მხრიდან მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული ვინაიდან საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა.

"აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას. ეს, რასაკვირველია, ძალზედ ტრაგიკული დღე იყო. მე მაშინ ვმუშაობდი მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში და კარგად მახსოვს ეს სამწუხარო დღე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული – ისინი შეეწირნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, მტკიცე და წარმატებული ქვეყანაა. დღევანდელი დღე აერთიანებს ყველა ადამიანს და ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთიანობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის გარშემო", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია