შალვა აბულაძის მეგობრის, რამინ მამედოვის ოჯახის წევრები დაკითხეს

შალვა აბულაძის მეგობრის, რამინ მამედოვის ოჯახის წევრები დაკითხეს

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში წუხელ შალვა აბულაძის მეგობრის, რამინ მამედოვის ოჯახის წევრები დაკითხეს. როგორც რამინ მამედოვის მამამ, გასან მამედოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ჰკითხეს იცნობდა თუ არა შალვა აბულაძეს. რამინ მამედოვის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შალვა აბულაძე რამდენიმე თვეა არ უნახავთ. რამინ მამედოვი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. მას ბრალი უკვე წაუყენეს და სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

როგორც რამინ მამედოვის დედამ განაცხადა, მას სამართალდამცველები დაემუქრნენ, რომ თუ არ ეტყოდნენ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელს, მის მეორე შვილსაც და მეუღლესაც დააკავებდნენ. ის აცხადებს, რომ შალვა აბულაძე ბოლოს 3-4 თვის წინ ნახეს, ვიდრე ეს მკვლელობები მოხდებოდა. დაკავებული მამედოვის ძმა აცხადებს, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით მასაც დაემუქრნენ. მამედოვები აცხადებენ, რომ რამინ მამედოვს წამალი ჩაუდეს. როგორც ადვოკატმა, ილია ლომაიამ განაცხადა, მამედოვს ნარკოტიკი ჩხრეკის შედეგად ჩაუდეს.

პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამია, თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ