შალვა აბულაძე დაკავებულია

შალვა აბულაძე დაკავებულია

ამ დროისთვის ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება ბორჯომში მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ბორჯომიდან თბილისში გადმოჰყავთ.

თემის ყველა მნიშნვნელოვანი დეტალი ნახეთ თეგზე #შალვა აბულაძე

თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

AMBEBI.GE თემაზე უახლესი ინფორმაციის მოპოვებისთვის მუშაობს.

მეტი ინფორმაციისთვის| რა წერია პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეში: ყველაფერი შალვა აბულაძის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ