ადვოკატის პირველი კომენტარი შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ადვოკატის პირველი კომენტარი შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია. აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. შალვა აბულაძეს პოლიცია ერთ კვირაზე მეტხანს ეძებდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ბორჯომიდან თბილისში გადაჰყავთ. თუმცა, აბულაძის დაკავებას არ ადასტურებს მისი სახაზინო ადვოკატი. იგი აცხადებს, რომ აბულაძე რომ დაეკავებინათ, მას აუცილებლად ეცოდინებოდა.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. ბოლო შემთხვევა 4 აპრილს მოხდა. ღამით, თბილისში, ვარკეთილში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ორ პოლიციელს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ერთ-რთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე ამ დრომდე მკურნალობს. შსს-ში აცხადებენ, რომ აბულაძე კიდევ ერთი პოლიციელის მკვლელობაშია ბრალდებული, ეს მკვლელობის ხელწერითა და იარაღის ტიპით დგინდება. საუბარია 2015 წლის 23 იანვარს, ბორჯომში, ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პოლიციელზე, გიორგი ბერუაშვილზე, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად 6 თებერვალს გარდაიცვალა. აბულაძემ მაშინაც ორი პოლიციელი დაჭრა, გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ