უახლესი| შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის პირველი კადრები
ამ დროისთვის ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება ბორჯომში მოხდა.
მომხდარის შესახებ წერს ადგილობრივი მედიაც. ტელეკომპანია "მე-9 არხის" ინფორმაციით, აბულაძე ბორჯომში, მიტოვებულ სახლში იმალებოდა.
"შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში გასულ ღამეს მის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და ვერტმფრენები. აბულაძის დაკავებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ ძალოვანი უწყებები. ინფორმაციას არ ფლობენ არც მისი ახლობლები და მეგობრები. როგორც აბულაძის და ამბობს, მან იცის, რომ ბორჯომში ჩატარდა სპეცოპერაცია, თუმცა დააკავეს თუ არა მისი ძმა, ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს", - იუწყება ადგილობრივი ტელევიზია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.
AMBEBI.GE თემაზე უახლესი ინფორმაციის მოპოვებისთვის მუშაობს.
გამოყენებულია ადგილობრივი ტელევიზიის, "მე-9 არხის" ინფორმაცია