ბორჯომი გამგებელი: პატარა ქალაქია და შალვა აბულაძის დაკავების ამბავი ყველამ იცის

ბორჯომი გამგებელი: პატარა ქალაქია და შალვა აბულაძის დაკავების ამბავი ყველამ იცის

ბორჯომი პატარა ქალაქია და შალვა აბულაძის დაკავების ამბავი ყველამ იცის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, პირადად მან ამის შესახებ მედიით შეიტყო. "ამის თაობაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. საკითხში ჩახედული არ ვარ - ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ როგორც ყველამ, მეც გავიგე მედიით. მერე რომ გადავამოწმე, ფაქტია –ბორჯომი პატარა ქალაქია და ყველამ იცის. დეტალები - როგორ, რა დროს მოხდა, არ ვიცი, საქმის კურსში არ ვარ. თავად ადგილობრივების ინფორმაციაა, რომ დაკავებულია. სხვას ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს.

თემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ნახეთ თეგზე #შალვა აბულაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ