"აბულაძე პოლიციას თავად ჩაბარდა" - რას ყვება მიხეილ მამედოვი

"აბულაძე პოლიციას თავად ჩაბარდა" - რას ყვება მიხეილ მამედოვი

შალვა აბულაძე პოლიციას თავად ჩაბარდა იმიტომ, რომ მის საძმაკაცოს ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში აბულაძის მეგობარმა, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული რამინ მამედოვის ძმამ, მიხეილ მამედოვმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ეს მისი აზრია.

"ჩემი აზრით, იგი თვითონ ჩაბარდებოდა იმიტომ, რომ ისეთ წერტილში მოარტყეს, მეტი გზა არ ქონდა. მის 4 ძმაკაცს ნარკოტიკი ჩაუდეს, მათ შორის ჩემს ძმას და ასევე ერთ-ერთ მის დეიდაშვილს.

ძებნილი აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მეც ვყავდი წაყვანილი ახალციხეში და მითხრეს, თუ არ ვეტყოდი სამუდამო პატიმრობა მემუქრებოდა. საუბარია პოლიციელის წინა მკვლელობაზე", - განაცხადა მიხეილ მამედოვმა.

რამინ მამედოვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლო მსჯელობას უახლოეს წუთებში დაიწყებს.

როგორც ცნობილია, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის მეგობარი რამინ მამედოვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. საქალაქო სასამართლოში მისი ახლობლები არიან შეკრებილი.

ნახეთ| შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის პირველი კადრები

თემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი იხილეთ თეგზე #შალვა აბულაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ