შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადება უახლოეს ხანში გაკეთდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 13 საათზე დაიწყება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. შსს-ში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

"ინტერპრესნიუსი"

თემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ნახეთ თეგზე #შალვა აბულაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ