შალვა აბულაძემ სპეცოპერაციისას გაქცევა სცადა - შსს დაკავების დეტალებს ავრცელებს

შალვა აბულაძემ სპეცოპერაციისას გაქცევა სცადა - შსს დაკავების დეტალებს ავრცელებს

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. შსს-ს ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაციისას მან გაქცევა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავა.

როგორც უწყებაში გამართულ სპეციალური ბრიფინგზე განაცხადეს, ბორჯომის რაიონის დასახლება არდაგანში აბულაძის აყვანის სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას ჩატარდა.

მათივე განმარტებით, სახლიდან, საიდანაც აბულაძე აიყვანეს, ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა ამოიღეს. შსს-ის ინფორმაციით, ბორჯომიდან თბილისში აბულაძის გადმოყვანა ვერტმფრენით განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

თემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ნახეთ თეგზე #შალვა აბულაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ