კანონიერი ქურდები ახალი "კრიმინალური ომისთვის" ემზადებიან: მასშტაბური შეკრება კალაშოვის ხელმძღვანელობით

კანონიერი ქურდები ახალი "კრიმინალური ომისთვის" ემზადებიან: მასშტაბური შეკრება კალაშოვის ხელმძღვანელობით

კანონიერმა ქურდებმა,  შაქრო კალაშოვის მეთაურობით, მასშტაბური კრებისთვის დაიწყეს მზადება. ამის შესახებ rosbalt.ru იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, კრებაზე იგეგმება კონკრეტული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების საკითხის განხილვა, რომელთაც ქურდის ტიტული უნდა ჩამოერთვათ. ასევე იგეგმება მომავალი "ომის" განხილვა ტარიელ ონიანის კლანის წევრებთან.

როგორც სანდო წყარო სამართალდამცავი ორგანოდან იტყობინება, იანვარში სომხეთში გამართული გიგანტური "სხადნიაკის" შემდეგ, ქურდები რამდენიმე თვე ასრულებდნენ იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს. იქ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა, ვისაც ქურდის ტიტული 2008 წლის შემდეგ მიენიჭა, კითხვის ნიშნის ქვეშ არიან. მათ ჩამოერთვათ ქურდის წოდება და ეწოდათ "მომავალი".

შაქრო კალაშოვი და სხვა ქურდები ხვდებოდნენ იმ პირებს, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა და არკვევდნენ, მოხდებოდა თუ არა მათი "ოჯახში" დაბრუნება. ამავდროულად მიმდინარეობდა "კრიმინალური გენერლის", გელა ქარდავა ძებნა.

იანვრის "სხადნიაკზე", რომელზეც გელა არ იმყოფებოდა, გადაწყვიტეს, რომ პირადად მისთვის ეკითხათ ბადრი კოღუაშვილის, კრიმინალურ სამყაროში ზედმეტად პატივსაცმი პირისთვის ქურდობის ჩამორთმევა. როგორც სარწმუნო წყარო იუწყება, გელა ამ საკითხზე საუბარს დიდი ხანი არიდებდა თავს, მაგრამ საბოლოოდ გაიმართა ინტერნეტში ვიდეოხიდი, სადაც შაქრო კალაშოვი, გიორგი დიაკვნიშვილი, რობინზონ არაბული და კიდევ რამდენიმე ქურდი საუბრობდნენ ამ საკითხზე. მათ გადაწყვიტეს, რომ ქურდის სტატუსი შეეჩერებინათ გელა ქარდავასთვის.

საბოლოოდ, გელას და სხვა ქურდების ბედი უნდა გადაწყდეს მასშტაბურ "სხადნიაკზე", რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, კრება ზაფხულამდე გაიმართება მოსკოვში, სადაც ამჟამად კანონიერი ქურდების დიდი რაოდენობა იმყოფება. შეხვედრაზე მინიმუმ 300 ქურდი უნდა შეიკრიბოს.

კრებაზე უნდა განიხილონ იმ ადამიანების ბედიც, რომლებიც წარსულში და ამჟამად ტარიელ ონიანის მიმდევრები არიან. "სერიოზული კონფლიქტია მოსალოდნელი ტარიელ ონიანის კლანის წევრებსა და შაქრო კალაშოვის მხარეს გადასულ წევრებს შორის. ორივე მხარე ერთმანეთს უყენებს ბრალდებას, რის გამოც უახლოეს მომავალში შესაძლოა, ახალი "კრიმინალური ომი" დაიწყოს, რომელსაც სერიოზული შედეგები ექნება", - აცხადებს სარწმუნო წყარო რუსეთის სამართლდამცავი ორგანოდან.

მომზადებულია rosbalt.ru-ს მიხედვით.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია" - ამირან გამყრელიძე

"ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში - მე-3, მე-5 დღეს" - მარინა ენდელაძის თქმით, ახალგაზრდებში კოვიდის გავრცელებამ მოიმატა

როდის რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო - ამირან გამყრელიძე ივნის-ივლისში დაგეგმილ სიახლეებზე