ვახტანგ რჩეულიშვილი მტრებზე ლოცულობს

ვახტანგ რჩეულიშვილი მტრებზე ლოცულობს

როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილს მის წინასააღდგომო ტრადიციებზე სასაუბროდ დავუკავშირდით, პირველი რაც გვითხრა, ეს იყო: "მე და მაია მარხვას ვერ ვიცავთ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაკავებულობის გამო. ჯერ კიდევ პარლამენტში მუშაობისას მივიღე უწმინდესის კურთხევა ამაზე. მარხვა დიეტა ხომ არ არის - ეს მხოლოდ კვებაში შეზღუდვების დაუცველობას ეხება, თორემ სულიერად ვმარხულობთ".

- ლოცვებს თუ კითხულობთ?

- ყოველდღიურად დიდი ხნის განმავლობაში ვლოცულობთ, რელიგიურ დღესასწაულებს აღვნიშნავთ და შეძლებისდაგვარად ვეზიარებით კიდეც, მოძღვართან არ ვწყვეტთ კავშირს.

უწმინდესმა ჩვენს მტრებზე (მაჭირვებლებზე) ლოცვასაც მიგვაჩვია. როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ წმინდა მიწაზე წავედით, მან დამავალა სააკაშვილზე, ჟვანიასა და ბურჯანაძეზე ლოცვა. კინაღამ გავგიჟდი, მაშინ ისე მეზიზღებოდნენ, მაგრამ კურთხევა შევასრულე და აბსოლუტურად დავწყნარდი. ვიცი, რომ სააკაშვილისა და ბურჯანაძის ოჯახის წევრებს ჩვენზე ნალოცი აქვთ. დიდია უფალი!

ჩვენზე გადაკიდებულ ექსტრემისტ დაზარალებულებზეც ვლოცულობ, რომ გავისტუმრო მათი ვალები და ჩვენც გაგვისტუმრონ ჩვენი. ვლოცულობ საქართველოზე, რუსეთზე, უკრაინაზე (იქ მოღვაწე ქართველებზე სააკაშვილის ჩათვლით), ათონის მთაზე - ხვთისმშობლის წილხვედრ მიწებზე (საქართველო და ათონის მთა, უკრაინა კიევი-პეჩორის ლავრისა და რუსეთი-დივეევოს სახით). უწმინდესი მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი მლოცველია და მისი კურთხევის შესრულებას უდიდესი მადლი მოაქვს ჩვენთვის.

წითელ პარასკევს ცხადია, ალკოჰოლურ სასმელს არ ვიღებთ და ამ დღეს მარხვასაც ვიცავთ, რაც უნდა გვიჭირდეს, ამას მაინც ვაკეთებთ.

ასევე დაგაინტერესებთ| რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს

ჩვენი ოჯახის ტრადიცია იყო წლების განმავლობაში დიდ შაბათს წმინდა მიწაზე მოგზაურობა და წმინდა ცეცხლის გადმოსვლაზე დასწრება. რამდენჯერმე მოვახერხეთ. პირველად საქართველოს ისტორიაში იმავე დღეს, დიდ შაბათს ჩარტერული რეისით ჩამოვაბრძანეთ წმინდა ცეცხლი საქართველოში. ეს იყო 2002 წელი. მაშინ უწმინდესმა პირველად შეასრულა სააღდგომო ლიტურგია წმინდა ცეცხლიდან მოკიდებული სანთლებით. ბევრი ისტორიის გახსენება შემიძლია ამ მოგზაურობებიდან - ერთხელ მაგალითად, შევარდნაძის დაცვის სამ ბიჭთან ერთად, წმინდა ცეცხლის გადმოსვლისას დავიცავით იერუსალიმის პატრიარქი, რომელსაც ადგილობრივ სომხებთან ჰქონდა კონფლიქტი. ცხადია, მაია წინასწარ ემზადება აღდგომისათვის - კვერცხებს ვღებავთ და პასკებს ვამზადებთ, როგორც ყველა ქრისტიანულ ოჯახში. ყველას გილოცავთ და უფალი გფარავდეთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია